9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას ჩხოროწყუში პატივი მიაგეს

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიის, საკრებულოს და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი. კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები