ქარელის მერია: სოფელ რუისში შიდა გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით,
სოფელ რუისში შიდა გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს.

“ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ შუბითიძემ დაათვალიერეს სოფელ რუისში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაობი.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სანიაღვრე არხის მოწყობა და 765 მეტრამდე გზის დაგება ასფალტობეტონის საფარით.

ამჟამად, მიმდინარეობს გრუნტის სამუშაოები.

პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

სამუშაოებს ასრულებს შპს „ჰედეფ ჯორჯია”,- წერია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები