პირველი სითითონი საქართველოში, თემაზე: “ფოთი – მდინარეებს, ზღვას და ტბებს შორის”

თუ გაქვთ ინოვაციური ხედვა ქალაქის ეკონომიკური განვითარებისა და საუკეთესო ცვლილებების მისაღწევად, ფოთის სითითონი შენთვისაა!
13-14 მაისს, საქართველოში პირველად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია Mesopartner-ის მხარდაჭერით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მართავს სითითონს თემაზე „ფოთი – „ქალაქი ზღვას, მდინარეებსა და ტბებს შორის“.
სითითონის მიზანი ფოთის „ლურჯი ეკონომიკის“ განვითარების მაღალი პოტენციალის წარმოჩენა და ქალაქის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნეს-სექტორის გამოწვევების შესაძლებლობად გარდაქმნაა.
მონაწილეები იდეების გენერირების პროცესში იმუშავებენ შემდეგ სამ გამოწვევაზე:
1) იმ ინვესტორების გამოვლენა და მოზიდვა, რომლებიც წვლილს შეიტანენ ლურჯი ეკონომიკის განვითარებაში, განსაკუთრებით ტურიზმსა და ლოგისტიკის სექტორებში;
2) ქალაქში არსებული ურბანული პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გადაწყვეტილებების და ინიციატივების წახალისება;
3) კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე გადაწყვეტილების ინოვაციური ბიზნეს-მოდელების და პროტოტიპების გენერირება ფოთის ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად;
– თითოეულ გამარჯვებულს იდეის განსახორციელებლად გადაეცემა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი.
– სითითონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს 16 წლის ასაკიდან.
– მონაწილეობა შესაძლებელია ინდივიდუალურად და გუნდურად. მონაწილე გუნდების შემადგენლობა შეიძლება იყოს შერეული და აერთიანებდეს სტუდენტებს, მოსწავლეებს, მკვლევრებს, დეველოპერებს და მეწარმეებს.
– სითითონის მონაწილეს არ შეუძლია იყოს ერთ გუნდზე მეტის წევრი.
– სითითონში გუნდური მონაწილეობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსოს გუნდის თითოეულმა წევრმა, ინდივიდუალურად.
სითითონის წესებისა და რეგულაციების შესახებ, ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: shorturl.at/rBEHV
სითითონში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე: shorturl.at/lFMQ0

ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები