გორში მდინარე მტკვრის კალაპოტში მიმდინარე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება

გორში, მდინარე მტკვრის კალაპოტში მიმდინარე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის სამუშაოები გრძელდება.

გორის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ახალბაღიდან ძველ ხიდამდე.

“კედლის სიგრძე მთლიანობაში 214 მეტრი იქნება. ნაპირსამაგრ კედელზე მოეწყობა მოაჯირებიც.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.
ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერია გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობას გეგმავს.
საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოეწყობა”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები