კახეთში 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს

კახეთში 13 წლის გოგონასთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის მამაკაცი დააკავეს.

არსებული ცნობით, მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, სადაც ქირით იმყოფებოდა ასევე მათი 25 წლის ნათესავი მამაკაცი. როგორც ირკვევა, ის 13 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის კონტაქტს სისტემატურად ამყარებდა.

მომხდარი მას შემდეგ გახმაურდა, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა და ოჯახმა პოლიციას მიმართა.

მამაკაცი დაკავებულია, სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები