ვაკის პარკის საქმე – სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით და წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება

ვაკის პარკის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით, ასევე, წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვით გაგრძელდება.

“გრინსერვის+ის” დირექტორის ადვოკატის თქმით, ლაშა ფურცხვანიძის მიმართ წარდგენილი ბრალი ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების შესახებ უსაფუძვლოა.

ფურცხვანიძის უფლებადამცველი დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღკვეთის გაუქმების შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. დაკავებული თავს უდანაშაულოდ ცნობს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი – ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა. საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები