გრიგორიადისის ადვოკატი: ორშაბათს მოვინახულებ, ჩამოვყალიბდებით და ჩვენებას აუცილებლად მისცემს
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩვენებას ორშაბათს მისცემს.
მისი განმარტებით ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას წინასწარი პატიმრობის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებენ.
„განჩინება ახლა ჩავიბარე, კანონით დადგენილ ვადაში ვაპირებ რომ გავასაჩივრო სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში. რაც შეეხება ლაზარეს, ამ ეტაპზე მისი პოზიცია არის შეცვლილი და დუმილის უფლება გამოიყენა კანონით მინიჭებული, თუმცა, პენიტენციურ დაწესებულებაში ორშაბათს მოვინახულებ, ჩამოვყალიბდებით და ჩვენებას აუცილებლად მისცემს“, – განაცხადა ადვოკატმა.