სამტრედიის მუნიციპალიტეტში შიდა სასოფლო გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს

sdr

მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით სამტრედიაში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თევდორაძესთან ერთად დიდ ჯიხაიშში, გზის ასფალტბეტონით მოპირკეთების სამუშაოები დაათვალიერა.

მე-16 ქუჩაზე, ასფალტბეტონის საფარი იგება. აღნიშნული გზა მოსახლეობას სახნავ-სათეს მიწებთან და თხილის ბაღებთან აკავშირებს, ასევე ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გოჩა ჯიხაიშს უერთდება.

სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არქეოპოლისი” ასრულებს.

“სხვადასხვა ფონდებისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ. გზების მოწესრიგება კვლავ პრიორიტეტულია. აღნიშნული ქუჩის პარალელურად ჯიხაიშში სამუშაოები მიმდინარეობს რამდენიმე ქუჩაზე. ასეთი ტიპის მასშტაბური სამუშაოები სხვა სოფლებშიცაა დაგეგმილი. სადაც კი გზის პრობლემა დგას, ეტაპობრივად ყველგან მოგვარდება”, – აცხადებს დავით ბახტაძე.

ჯიხაიშში მიმდინარე წელს ასფალტბეტონის საფარი დაიგო, დევნილთა კომპაქტურ დასახლებამდე მიმავალ გზაზე, N 21 ქუჩიდან სოფელ ჭაგნის მიმართულებით, N 37, 38, 23, 40 ქუჩებზე, მე-16 ქუჩის პარალელურად, გზა იგება, მე-8, 10, 11, და 12, 16 ქუჩებზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები