ამერიკის შტატ არკანზასის ტორნადო და ქარიშხალი დაატყდა თავს, შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნიშნულის შესახებ CNN წერს.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა დაახლოებით 300 ათასი სახლი ამერიკის რვა შტატში.
მედიის ცნობით, ორი ადამიანი ქალაქ უინში დაიღუპა. კიდევ ერთი კი ნორტ-ლითს-როკში. ეს დასახლებული პუნქტები ყველაზე მეტად დაზარალდა. უინში ქარმა შენობებს სახურავები ახადა, ხეები ამოგლეჯილია ფესვიანად, რის გამოც გზები დაბლოკილია.