ლაზარე გრიგორიადისისთვის პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა
7 მარტს აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სხდომა საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა, თუმცა მანდატურებმა ვითარება მალევე განმუხტეს.
პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვდა, რომ მის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
თავის მხრივ, პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
მას სახელმწიფო ბრალდება აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას და პოლიციის მანქანისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავება.