პოლონეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც ბელარუსში ადამიანები უკანონოდ გადაჰყავდა

ვარშავა-მოდლინის სასაზღვრო პუნქტის ოფიცრებმა საქართველოს, 35 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც იმ ჯგუფის საქმიანობაშია ჩართული, რომელიც, ბელარუსის ტერიტორიაზე და შემდგომ ევროპაში გადასვლის მიზნით, ადამიანების უკანონო გადაყვანაშია ჩართული.

ვისლას სასაზღვრო დაცვის განყოფილების წარმომადგენელმა, დაგმარა ბიელეცმა განაცხადა, რომ მამაკაცი 27 მარტს ვოლომინსკის რაიონში დააკავეს.

მისი ინფორმაციით, დაკავების დროს საქართველოს მოქალაქემ გაქცევა სცადა, თუმცა, პოლიციამ მისი დაკავება შეძლო.

ეჭვმიტანილის საცხოვრებლის ჩხრეკისას მესაზღვრეებმა ამოიღეს ირანის ხელისუფლების მიერ გაცემული ოთხი პასპორტი და სლოვენიის პირადობის მოწმობა.

მამაკაცს ბრალი წაუყენეს პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საზღვრის უკანონო გადაკვეთა), და მას ექვსი თვიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები