გორის მერია: მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება

გორის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს:

• სოფელ ახალდაბაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია – 965 მეტრი
• სოფელ ქიწნისის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
• სოფელ სვენეთში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია – 654 მეტრი
• სოფელ ტინისხიდში შიდა საუბნო გზების მოწყობა – 829 მეტრი
• სოფელ ზარდიაანთკარში საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია
• გორში, სტალინის გამზირზე კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია
• გორში, სულხან – საბა ორბელიანის ქუჩის რეაბილიტაცია
• სოფელ შავშვებში კულტურის სახლის რეაბილიტაცია
• გორში, სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სასტუმროს რეაბილიტაცია
• ქვახვრელის გზის რეაბილიტაცია – 1708 მეტრი
• მუნიციპალიტეტის მასშტაბით გზის დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები
• ავტობანიდან სოფელ სობისამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 5 500 მეტრი
• გორში, გურამიშვილის ქუჩაზე ტროტუარების მოწყობა
• გორში, IX საჯარო სკოლის მინიმოედნის მოწყობა
• სოფლების ფხვენისისა და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია
• სოფელ სვენეთის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია
• გორში, სააკაძის ქუჩის რეაბილიტაცია
• გორში, მტკვრის კალაპოტში რკინის ბეტონის საყრდენი კედლის მოწყობა – 214 მეტრი
• სოფელ ახალსოფელში სასმელი წყლის მოწყობა
• სოფელ არბოში სპორტული მოედნის მოწყობა
• ანტონოვის ქუჩის რეაბილიტაცია – 380 მეტრი
• გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარედ, ე.წ. კაკლების ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილები
•გორში, ძველი ხიდის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი
• გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილის (ახალ ბაზართან) რეაბილიტაცია
• სოფელ შინდისში გმირების მემორიალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია – 2 728 მეტრი.

ინფორმაციას გორის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები