სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტებზე მუშაობა დაიწყო – გორის მერიამ ტენდერები გამოაცხადა

გორის მერიამ “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტების განხორციელების მიზნით ტენდერები გამოაცხადა.

მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს იმ პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა, რომლებიც გზების მოხრეშვას, გარე განათებისა და სარწყავი არხების მოწყობას ითვალისწინებს.

“პროექტების მიხედვით, მუნიციპალიტეტის 17 სოფელში გარე განათების მოეწყობა გრძელდება (საქაშეთი, ზემო ხვითი, ფხვენისი, კვარხეთი, ახალშენი, არაშენდა, უფლისციხე, ქერე , ოლოზი, ტყვიავი, კარალეთი, პატარა გორიჯვარი, ძევერა , ქიწნისი, სათემო, მეღვრეკისი;).
გარე განათების სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ორი ტენდერი მიმდინარეობს. პროექტების სავარაუდო ჯამური ღირებულება 311 120 ლარია.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, სარწყავი არხები მოეწყობა 12 სოფელში (ფლავი, გუგუტიაანთკარი, კოშკა, ტურძნისი, ქვემო ნიქოზი, ზემო რეხა, თორტიზა, ჯარიაშენი, პატარა გორიჯვარი, კოშკები, სკრა, რიეთი).
ტენდერის პირობების მიხედვით, გზების მოხრეშვა 14 დასახლებულ პუნქტში იგეგმება (ფლავისმანი, კარბი, მერეთი, ბერბუკი, ბერშუეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ხვითი, შინდისი, მეჯუდისპირი, ნაწრეტი, ახალსოფელი, წიტეუბანი, დიდი ატენი, ზემო ჯებირი) განხორციელდება.
გზების მოხრეშვისა და სარწყავი არხები მოწყობის მიზნით განსახორციელებელი სამუშაოების შესყიდვა ერთი ტენდერით ხორციელდება. მისი სავარაუდო ღირებულება 400 105 ლარია.
“სოფლის მხარდაჭერის” პროგრამის ფარგლებში თითოეულ სოფელში 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. დასაფინანსებელი პროექტები მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განისაზღვრა.
2023 წელს განსახორციელებელი პროექტები 112 დასახლებულ პუნქტში ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია”, – ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები