“თბილსერვის ჯგუფი” თბილისის მასშტაბით საგზაო მონიშვნის სამუშაოებს განაგრძობს
დედაქალაქის მასშტაბით “თბილსერვის ჯგუფი” საგზაო მონიშვნის სამუშაოებს განაგრძობს. თბილსერვისის ინფორმაციით, ჰორიზონტალური მონიშვნები, მათ შორის, ქვეითთა გადასასვლელები ამჯერად ნოზაძის, ჩაჩავას, ფოცხიშვილის, ბარონივისა და აწყურის ქუჩებზე დაიხაზა.
“თბილსერვის ჯგუფის“ საგზაო მონიშვნების სამსახურის თანამშრომლებმა აღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოები ჯამში, 670 კვ.მ ფართობზე შეასრულეს.