ვაკის რაიონში გზის რეაბილიტაცია 19 მისამართზე დასრულდა

საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

თბილისის მერიის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, დაზიანებული გზის საფარი 19 მისამართზე განახლდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 462 403 ლარი დაიხარჯა.

რაიონის სხვადასხვა უბანში საგზაო პროექტების განხორციელება გრძელდება. ამჟამად, სამუშაოები აგარაკის ქუჩაზე, ვაჟა-ფშაველას IV კვარტალის N17-19 კორპუსებთან, მიხეილ თამარაშვილის N10-ში, ჭავჭავაძის გამზირის N39-ში, ფერმწერთა ქუჩასა და თავხელიძის N1-ში მიმდინარეობს.

საგზაო პროექტებს, გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმა“ და შპს „ლუკრი“ ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები