საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
პირველ საკითხად „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი უნდა განიხილონ, რომლის წარდგენასაც მომხსენებელი, „ხალხის ძალის“ წევრი – გურამ მაჭარაშვილი ცდილობს, თუმცა, მას სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებენ.
კომიტეტის დარბაზში სხდომის დაწყებამდე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.