პარლამენტში ამ წუთებშიც ხმაურია. ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა, რომელზეც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა უნდა მომხდარიყო, ამ დრომდე არ დაწყებულა. სხდომის გახსნის საშუალებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები არ აძლევენ.
პარალელურად, საპროტესტო ფონია პარლამენტის ფოიეშიც, სადაც ჟურნალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
აქციაა პარლამენტის გარე ტერიტორიაზეც.
შეკრებილები “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” აპროტესტებენ და ამბობენ, რომ, კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავს ევროპულ მომავალს.