ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში – ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება

პარლამენტში, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, ხმაური და ფიზიკური შეხლა-შემოხლაა.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც აღნიშნული კანონპროექტების განხილვა უნდა დაიწყოს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები არ შეუშვეს.
პარლამენტში მისული მოქალაქეები საკომიტეტო სხდომათა დარბაზში შესვლას ითხოვენ, თუმცა, მანდატურის სამსახურმა კორდონი მოაწყო და მათ სასესიო დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევს, რასაც ორ მხარეს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა თავდაპირველად პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში იყო დანიშნული, თუმცა, საკომიტეტო მოსმენის ადგილი შეიცვალა. ახლა სხდომა ჟიული შარტავას დარბაზში უნდა ჩატარდეს, რომელიც უფრო პატარა ზომისაა და გაცილებით ნაკლები ადამიანი ეტევა, ვიდრე პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები