ვახტანგ გომელაური: 2022 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
მინისტრის თქმით, გასულ წელს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა მომსახურების სააგენტოშიც. რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის ტერიტორიაზე აშენდა სატრანსპორტო საშუალების იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის, ასევე, სატრანსპორტო საშუალების პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი შენობა, სადაც მოქალაქეებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით შეუძლიათ მიიღონ მომსახურების სააგენტოს სერვისები. ამავე ტერიტორიაზე აშენდა იარაღის რეგისტრაციის, ნებართვებისა და ცნობების გაცემისთვის განკუთვნილი შენობა. იარაღის ბალისტიკისთვის საჭირო სივრცე მოეწყო რუსთავში, აგრეთვე, სააგენტოს საჩხერისა და ქუთაისის სამსახურებში“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.