მოქალაქეს ავტომანქანაში დამონტაჟებული გაზის რეზერვუარებით სპირტი შემოჰქონდა
საბაჟო – გამშვები პუნქტის „ყაზბეგის“ მებაჟე-ოფიცრებმა ავტომანქანაში დამონტაჟებული გაზის რეზერვუარებით სპირტის უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე თ. კ.-ს, რომელიც 11 იანვარს სგპ „ყაზბეგის“ ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან შემოვიდა, გაზის ორი რეზერვუარი სამალავად ჰქონდა გამოყენებული. მისი კუთვნილი ავტომანქანის ორ რეზერვუარში მებაჟე ოფიცრებმა 240 ლიტრი სპირტი აღმოაჩინეს. აღიშნულ პირს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, 1000 ლარის ჯარიმა შეეფარდა.