“ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა” დაფუძნდა

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“ დაფუძნდა. განცხადებები მოძრაობის წევრებმა რუსთავის ციხესთან გააკეთეს.

მოძრაობის წევრები არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და გვარამიას მხარდამჭერები.

როგორც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ბაჩანა შენგელიამ აღნიშნა, ისინი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას ხელისუფლების ყველა შტოზე წნეხის გაზრდით, ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან მჭიდრო კოორდინაციით გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები