სააკაშვილის სასამართლო – ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია დღეს შეიკრიბება
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები გრძელდება.
7 ნოემბრის საქმის განსახილველად მოსამართლეთა კოლეგია დღეს უნდა შეიკრიბოს.
პროცედურულად, საქმის წარმოება დაცვის მხარის მტკიცებულებებისა და ვიდეო მასალის გამოკვლევის ეტაპზეა.
სავარაუდოა, რომ სხდომას, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, მიხეილ სააკაშვილი ვერც ამჯერად დაესწრება.
მისი ადვოკატები ე.წ. 7 ნოემბრის ეპიზოდს მორიგ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმედ მიიჩნევენ.