კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ონლაინ ვაჭრობის სექტორში 2 დარღვევა დაადასტურა
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ონლაინ ვაჭრობის სექტორში, ორი დარღვევა დაადასტურა და მოვაჭრეებს, ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა დაავალა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად, ინსტაგრამ/ფეისბუქ გვერდს Minimalist-ს და სავაჭრო პლატფორმა concept.კონცეპტ-ს სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაევალა – თავიანთი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამონ.
„კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-მდე. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში“, – აღნიშნულია განცხადებაში.ორმაციისთვის: 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შემოსულია – 125 განაცხადი. საქმის შესწავლა 75 ქეისზე დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 16 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება. დადასტურდა 5 დარღვევის ფაქტი და ერთ შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.