“მინდა, რომ სასამართლო დარბაზში ვიმყოფებოდე” – ბადრი ესებუას პატიმრობა შეეფარდა

ბადრი ესებუას, რომელიც “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღებაშია ბრალდებული, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზეც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო, რითაც მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, რასაც დაცვის მხარე არ დაეთანხმა.

სიტყვის უფლებით ისარგებლა ბრალდებულმა ესებუამაც, რომელიც სხდომას დისტანციურად, ბათუმის ციციდან ესწრებოდა.

მისი თქმით, თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროცესებს ურჩევნია სხდომათა დარბაზში დაესწროს.

„არაფრის დამატება არ მინდა, უბრალოდ მინდა, რომ სასამართლოს სხდომათა დარბაზში ვიმყოფებოდე და არა აქედან – „სკაიპით“. აზრი არ აქვს ასე საუბარს, ძლივს მესმის ხმა. ვატყობ, ფაქტობრივი მისამართიც რომ არ მაქვს, ესეც დანაშაულია, ჩემი სახლი რომ არ მაქვს“, – თქვა ბადრი ესებუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები