ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებას, პატიმრობას გადასინჯავენ. ესებუა ბრალს არ აღიარებს.
ის პროცესს დისტანციურად ესწრება, რადგან ბათუმის ციხეშია გადაყვანილი.
ცნობისთვის, ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს, სოფელ ჯიხაშკარში, ერთ-ერთი ადგილობრივის, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
„საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული მძარცველი 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა, მძევლები აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.