შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა სარფის საბაჟოზე სამართალდარღვევები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფში”, კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 3400 ევრო (საერთო ჯამში 581483,76 ლარი) და 22761,25 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (243,41გრამი) გამოავლინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პ.ბ.-ს სანქციის სახით, საქონლის ჩამორთმევა შეეფარდა, ხოლო მოქალაქე ფ.ბ.-ს საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები