თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები, დავით და გურამ კაკულიები დამნაშავედ ცნო.
დღეს გამართულ დასკვნით სხდომაზე მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდება, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში გადაუკვალიფიცირდათ. ხოლო ბრალდებულები მოსამართლემ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში და საზღვრის უკანონო კვეთაში დამნაშავედ ცნო.