მკვლელობა მარტყოფში – ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კაცს რამდენჯერმე ესროლეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მამაკაცს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

“კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, რომ დამნაშავე უკვე დაკავებულია.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობისა) და 236-ე (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების) მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები