ჯიხაშკარში – იმ სახლში, სადაც ესებუა დააკავეს, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
ჯიხაშკარში – იმ სახლში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს, სამართალდამცველები ამ წუთებშიც იმყოფებიან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
პოლიციამ უკვე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
სახლი ჯიქიების ოჯახს ეკუთვნის, მათ სამართალდამცველები კითხავენ.
რაც შეეხება ბადრი ესებუას, ის უკვე ქუთაისის ციხეშია მოთავსებული.
ესებუას პოლიცია 2 წელი მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდა. მას ბრალი 4 მუხლით, მათ შორის, ტერორიზმის, დაუსწრებლად წაუყენეს. სასამართლო პროცესები ამ პერიოდის განმავლობაში გრძელდებოდა. მომდევნო სხდომა 20 თებერვალსაა დანიშნული.
შეგახსენებთ, 2020 წლის 21 ოქტომბერს ესებუა “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა, სადაც მან მძევლები აიყვანა და მოთხოვნების შესრულების შემდეგ მიიმალა.