დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
საერთო კრებები დღეს ზემო ქედში, არხილოსკალოსა და ქვემო ქედში ჩატარდა, სადაც მოსახლეობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები შეხვდნენ.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხვალ სამთაწყაროს, ფიროსმანისა და საბათლოს მოსახლეობა შეარჩევს.

ინფორმაციას დედოფლისწყაროს მერია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები