დავით ქართველიშვილი: ეტალონურად მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რა არ უნდა (!) გააკეთო, თუ კი გაგაჩნია პრეტენზია გერქვას სახელმწიფო – ეს ცალსახად უკრაინაა

„რა „მოიგო” უკრაინამ აგენტოკრატიული რეჟიმის 11-წლიანი ისტორიის მანძილზე,” – ამ თემაზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად, ეროვნულ რეფერენდუმზე უნგრეთის მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ – 95 %, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა ხმა.

„რა უნდა ვთქვა, არც იქანე (NATO) მიმიღონ, არც აქანე (EU) გავჩერდე” – ანუ, რა „მოიგო” უკრაინამ აგენტოკრატიული რეჟიმის 11-წლიანი ისტორიის მანძილზე? თუ შესაძლებელია მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოებში შეტანილი იქნეს ეტალონურად მკაფიო მაგალითი იმისა, თუ რა არ უნდა (!) გააკეთო, თუ კი გაგაჩნია პრეტენზია გერქვას სახელმწიფო, იყო დამოუკიდებელი და შექმნა ისტორიული წარსული – ეს ცალსახად უკრაინაა. საქართველოსაც ჰქონდა ამის რეალური საფრთხე, მაგრამ უფლის ნებით, ბიძინა ივანიშვილის თავდადებით და ქართველი ხალხის სიბრძნით – „ნურას უკაცრავად”. ამ მარშრუტზე „შემდეგი გაჩერება” ამჟამად მოლდოვას ეკუთვნის.

რაც შეეხება ზოგადად „ურსულას სახელობის მეტროპოლიტენს” – მან საბოლოოდ მოირგო „ევრო-გორბაჩოვის” მანტია და მის ხელში „ევროსაბჭოთა კავშირს” – გადარჩენის თეორიული შანსიც კი არ გააჩნია…” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები