ოზურგეთში, ანასეულის მეხუთე საჯარო სკოლის სახურავიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
მამაკაცი სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.
არსებული ინფორმაციით, 42 წლის მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტიდან იყო. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული.