სოზარ სუბარი: საქართველოს ავარიდეთ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება – ზელენსკის მადლობას უხდიან, ბიძინა ივანიშვილს – ასანქცირებენ

,,ზელენსკის არც ერთი სიტყვა უკრაინულად არ უთქვამს მანამდე, სანამ პრეზიდენტი არ გახდა. მთელი მისი მასხარაობა იყო რუსულად, ამიტომ მის მშობლიურ ენაზე ვეტყვი, რომ რასაც ის აკეთებს ეს არის „ვისკაჩკობა“, მის სიტყვას პატივს არავინ სცემ”, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოზარ სუბარი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე.

„ზელენსკიმ გაანადგურა უკრაინა და მას და მასთან ერთად იმ ძალებს, რომელსაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, სურდათ საქართველო ჩაერთოთ ამ ომში. საქართველოს ავარიდეთ ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში. ამისთვის მადლობას უხდიან ზელენსკის, რასაც აკეთებს უკრაინაში, გმირად ჰყავთ გამოცხადებული, ბიძინა ივანიშვილს – ასანქცირებენ. ამ შემთხვევაში ნაკლებად სანატრელია ზელენსკის ბედი. ბიძინა ივანიშვილს ისტორია შეაფასებს როგორც ქვეყნის გადამრჩენელს და გმირს, ზელენსკის მოუწევს უკრაინელი ხალხის მიერ გასამართლება “, – აღნიშნა სოზარ სუბარმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები