„მიმართვიანობის მკვეთრი გაზრდის გამო იძულებულები ვიყავით, გაგვეზარდა საწოლ-ფონდი და პაციენტებს ვიღებთ უკვე ორ პედიატრიულ დეპარტამენტში” – ივანე ჩხაიძე
“პოტენციურად, ყველაზე მეტი გართულება სწორედ გრიპის ვირუსს ახლავს”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განუცხადა.
„მიმართვიანობის მკვეთრი გაზრდის გამო იძულებულები ვიყავით, გაგვეზარდა საწოლ-ფონდი და პაციენტებს ვიღებთ უკვე ორ პედიატრიულ დეპარტამენტში.
გრიპით ინფიცირებული ადამიანი გადამდებია დაავადების ნიშნების გამოჩენამდე 24 საათით ადრე. დისტანცირება ამ შემთხვევაში არის არის ერთ-ერთი ეფექტური საშუალება. ჰაერწვეთოვანი გზა განიხილება, როგორც გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების გავრცელების ყველაზე მნიშვნელოვან გზად“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.