ანსამბლი „შვიდკაცა“: ქართული სიმღერა და გალობა ყოველთვის აერთიანებდა ადამიანებს და ურთიერთობებს, სიძულვილი კი ყოფს და ანგრევს
“ანსამბლი „შვიდკაცა” 25 წელზე მეტია, სიმღერითა და გალობით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და დედა ეკლესიას. ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ქართველი მსმენელის წინაშე წარდგომა”, – ამის შესახებ ანსამბლ „შვიდკაცას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ქართული სიმღერა და გალობა ყოველთვის აერთიანებდა ადამიანებს და ურთიერთობებს, სიძულვილი კი ყოფს და ანგრევს. ერთმანეთის აზრის და საქმის პატივისცემა, ერთმანეთის გატანა და ურთიერთსიყვარული გადაგვარჩენს გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. უფალი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას“, – წერია განცხადებაში.