ჩიხელიძე – ჯო უილსონზე: იმ მონადირე ძაღლს ჰგავს, რომელიც შინ არ ვარგოდა, მაგრამ სანადიროდ გარბოდა
“ჯო უილსონის პოსტზე საოცრებები ხდება, ქართველები აქებენ, ამერიკელები აგინებენ. ჯო იმ მონადირე ძაღლს ჰგავს, რომელიც შინ არ ვარგოდა, მაგრამ სანადიროდ გარბოდა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მომხმარებლები ჯოს ურჩევენ, სამხრეთ კაროლინის პრობლემებზე ფოკუსირდეს, სადაც სიღარიბე და კორუფცია ყვავის და ნუ ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში, ასევე უწერენ, რომ ეს დაძაბულობა რაც ორ ქვეყანას შორის არის, შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ამერიკისთვის, საქართველოს აქვს უფლება აირჩიოს ნეიტრალიტეტი და სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს,
მოკლეს ქართველებისთვის სუპერგმირი ჯო, ამერიკელებისთვის ერთი არაფრისმაქნისი, გაკოტრებული პოლიტიკოსია, მაგრამ ჩვენ ხომ ასეთები ვართ, ოღონდ უცხოელი იყოს, ყველასი გვჯერა”, – წერს ჩიხელიძე.