ავტობანზე, ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. მიკროავტობუსისა და ავტომანქანის შეჯახების შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.