გელა ნიკოლეიშვილი – მიხეილ სააკაშვილზე: ჩვეულებრივ პალატაშია, დამატებითი მკურნალობა არ სჭირდება
პენიტენციური სამსახურის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, მსჯავრდებული საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პალატაშია მოთავსებული და დამატებით მკურნალობას არ საჭიროებს.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის დაავადებების დიდი ნაწილი თვითდაზიანებითაა გამოწვეული.
„ის ჩვეულებრივ პალატაშია. მას არ სჭირდება რაიმე დამატებითი მკურნალობა, ის რა თქმა უნდა, გადის გარკვეულ მკურნალობას, მაგრამ პოზიცია არის ის, რომ მისი დაავადებების მართვა, რომელიც ბევრწილად მისი თვითდაზიანებითაც არის გამოწვეული, რომ არ იღებს საკვებს, მედიკამენტებს [ამის მკურნალობა] არის სავსებით შესაძლებელი საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.