“ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებ ამ საქმით დაინტერესებას, რასაკვირველია, ეს საქართველოსთვის ნომერ პირველი საკითხი, უნდა იყოს” – დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ანტინარკოტიკულ რეფორმაზე

“ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებ ამ საქმით დაინტერესებას, რასაკვირველია, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი საკითხი, პრობლემა საქართველოსთვის. ნომერ პირველი იმიტომ, რომ ამით ადამიანი წაილეკა”,- ამის შესახებ დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ ანტინარკოტიკულ რეფორმაზე საუბრისას მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დეკანოზის შეფასებით, ქვეყანაში ნარკომომხმარებელთა რიცხვი მაღალია.

“ერთმნიშვნელოვნად დადებითად ვაფასებ ამ საქმით დაინტერესებას, რასაკვირველია, ეს უნდა იყოს ნომერ პირველი საკითხი, პრობლემა საქართველოსთვის. ნომერ პირველი იმიტომ, რომ ამით ადამიანი წაილეკა.
დემოგრაფიული მდგომარეობა ავიღოთ, ნარკოზემოქმედებისას პოტენცია ბლაგვდება,
არც ოჯახის შექმნა უნდა, ან ოჯახს შექმნის და მერე ასეთი ტიპის ოჯახები ინგრევა. ნარკომომხმარებელი ქალებშიც ძალიან ბევრია და ასეთ ქალსაც მერე დაოჯახება აღარ უნდა. თუ კარგად დავფიქრდებით, ერს თუ
ნამატი არა აქვს, ის გაჩანაგების გზაზე დგას. პლუს ამას ადამიანები ასოციალურები ხდებიან, აღარ უნდათ მუშაობა, შრომა. იმიტომ, რომ ეს ერთგვარი გზა არის პრობლემების მოხსნისა, ანუ გაბრუებული გზა.

კარგია, რომ ამ თემით ინტერესდებით, იმიტომ, რომ ამ თემაზე საუბარი, მისი განხილვა, თუ მასზე რეაგირება, რაღაც იშვიათი გახდა, არადა მდგომარეობა საშინელია. ამ საზოგადოების წევრები ხართ
და ხედავთ, როგორ არის მოდებული ე.წ.
მსუბუქი ნარკოტიკები, რასაც ჰაშიში ჰქვია და დანარჩენი საკლუბო ნარკოტიკებიც. სახელმწიფოს ინიციატივის თაობაზე ვიტყვი იმას, რომ ვფიქრობ, გამკაცრება, თუ
შერბილება უნდა მოხდეს ძალიან კარგი გააზრებული პოლიტიკის შემდეგ, უფრო სწორად, გააზრებული ნაბიჯების შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ სპეციალისტების უფრო ფართო წრე უნდა იყოს ჩართული, რომლებიც შეისწავლიან სხვათა გამოცდილებას, ევროპულ
გამოცდილებას და რომლებიც ჩვენს სტატისტიკასაც გადახედავენ, თუ არსებობს
ასეთი სტატისტიკა.

მაგალითად, იცით, რომ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკა სააკაშვილის პერიოდში ძალიან მკაცრად იყო და რაღაცა დონემდე იმუშავა. ვფიქრობ, ჰაშიშსაც ბევრმა
ადამიანმა მაშინ შიშით დაანება თავი, მაგრამ, სამაგიეროდ, ამას მეორე მხარეც აქვს: რადგან ეს გამკაცრდა და ნარკოტიკი ხელმიუწვდომელი გახდა, ახალგაზრდებმა და ასაკოვანებმაც დაიწყეს ე.წ. ალქიმიური საკუთარი იმპროვიზება და ამან საშინელი შედეგი გამოიწვია.

ამიტომ, ჩემი აზრია, რომ კომპლექსური მიდგომა უნდა მოხდეს, გამკაცრება თავისთავად, არ ვიცი, მე მგონი ამას
შედეგი ექნება, მაგრამ რაღაცა დონის. კომპლექსურში ვგულისხმობ, რომ
პირველ რიგში, სარეაბილიტაციო ცენტრები უნდა იყოს და ეს ცენტრები ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ან სახელმწიფოც უნდა იყოს თანადაფინანსებით, ან რაღაც მსგავსი. ესეც უნდა განსაზღვროს
იმათ მიერ, ვისაც ეს კარგად იცის და კარგად გამოსდის. უნდა იყოს ნარკოლოგიურები, მე მაგალითად, ადამიანები ჩემი ხელით მიმყავს
და სულ გადაჭედილია, ადგილი არაა
იმისთვის, რომ დეტოქსიკაცია მოხდეს და ადამიანი და არ მოკვდეს”- განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, უნდა გაძლიერდეს პროპაგანდა იმისა, რომ ნარკოტიკი საშინელებაა.

“მეორე მხარეს არის ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდა. პირიქითაა, ე.წ. მსუბუქი ნარკოტიკების პროპაგანდისტები არსებობენ. ამ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებლის ასაკმა დაიწია. სკოლებში ეწევიან ბავშვები და ამას პედაგოგები ვერ აკონტროლებენ. ჩემთვის, მაგალითად, მსუბუქი ნარკოტიკი არ არსებობს. და კიდევ უფრო მეტს ვიტყვი, უკვე ოჯახურ სუფრებზეც და რაღაც სამეგობრო
წვეულებებზეც აუცილებელი გახდა ჯგუფური გასვლა აივანზე და გაბოლება, ასევე რესტორნებშიც სულ ამის სუნია.
მე არ ვიცი კლუბებში რა ხდება, ალბათ, იქ კატასტროფა ხდება. ამ მხრივ უნდა გაძლიერდეს პროპაგანდა იმისა, რომ ეს არის საშინელება.

ამ სისტემაში [გაყიდვის], შეიძლება, ჩართულები იყვნენ ახალგაზრდებიც, რომლებსაც სწრაფად გამდიდრება უნდათ. გადაცემის ადვილი საშუალებებია.
მე, მაგალითად, ჩემს სადარბაზოში მცენარე მაქვს და რამდენჯერმე გადმოყირავებული ვნახე და ვფიქრობდი, რომ ვიღაცა გავაბრაზე, ვფიქრობდი, ვინ გავაბრაზე-მეთქი. აღმოჩნდა, რომ, თურმე იმაში დებენ ნარკოტიკს, მერე ვერ პოულობენ, დრო არა აქვთ და ყრიან, ეს ქოთანი მიაქვთ. შემდეგ ვიდეოკამერა დავაყენე, ვნახე ვიღაც როგორ გარბოდა.
ეკლესიის ეზოებში დებენ, რომ უფრო მეტი იყოს დაცულობა. დიდი ეკლესიების ეზოებში დებენ, მაგალითად, მე ვიცი, რომ
სვეტიცხოველში რამდენჯერმე დადეს, შემდეგ დაიჭირეს ასეთი ადამიანი”- განაცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ.

ცნობისთვის, მმართველმა გუნდმა ანტინარკოტიკული რეფორმა შეიმუშავა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით, თუკი პირს დაუდასტურდება, რომ ჰყიდის ნარკოტიკს, სასჯელი უფრო გამკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-დან 20 წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა.
„მარიხუანას გამკაცრება ეხება გაყიდვის მიმართულებით. გასაღებად აქამდე ითვლებოდა ყველანაირი სახის გადაცემა, ჩვენ კი შემოვიტანეთ გაყიდვის ცნება. შეგვიძლია ჩვენ მეორე ან პირველი მოსმენის დროსაც შევცვალოთ რაიმე, თუ იქნება შენიშვნა. შეიძლება ჩავწეროთ მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით გადაცემა, ან შეიძლება სხვა ფორმით, სხვა სიტყვებით იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გულისხმობს რეალიზაციას და გარკვეული თანხის, ანაზღაურების მიღებას, რა სიტყვით გამოხატავთ ამას, არ აქვს მნიშვნელობა.
ზოგადი გასაღება ნიშნავს, რომ ნარკოტიკი ერთმა ადამიანმა მეორეს გადასცა უბრალოდ, აჩუქა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მეგობრები ერთმანეთს გაუყოფენ ნარკოტიკს და ესეც გასაღებაა. საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო ამაზე და რჩება ეს მძიმე სასჯელი, მაგრამ თუკი პირს დაუდასტურდება, რომ რეალიზება აქვს, ანუ ჰყიდის ნარკოტიკს, არსებული სასჯელები, კიდევ უფრო მკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-დან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა. აღარ მაქვს საუბარი დიდ ოდენობასა და განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე, სადაც 14 და 16 წლიდან დაიწყება სასჯელები.
შეუვალი და მკაცრი იქნება სახელმწიფო, სასჯელი პრაქტიკულად გაუთანაბრდება მკვლელობას იმიტომ, რომ ადამიანი როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას ჰყიდის, დროთა განმავლობაში, განგრძობითად კლავს ბევრ ადამიანს. ამიტომ ეს ჩვენ მიერ განხილულია, როგორც მკვლელობა, ოღონდ მასობრივი და სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეუწყნარებელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით გადაცემა, ან შეიძლება სხვა ფორმით, სხვა სიტყვებით იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში გულისხმობს რეალიზაციას და გარკვეული თანხის, ანაზღაურების მიღებას, რა სიტყვით გამოხატავთ ამას, არ აქვს მნიშვნელობა. ზოგადი გასაღება ნიშნავს, რომ ნარკოტიკი ერთმა ადამიანმა მეორეს გადასცა უბრალოდ, აჩუქა. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც მეგობრები ერთმანეთს გაუყოფენ ნარკოტიკს და ესეც გასაღებაა. საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო ამაზე და რჩება ეს მძიმე სასჯელი, მაგრამ თუკი პირს დაუდასტურდება, რომ რეალიზება აქვს, ანუ ჰყიდის ნარკოტიკს, არსებული სასჯელები, კიდევ უფრო მკაცრდება და მცირე ოდენობით გაყიდვისთვისაც კი იქნება 12-დან 20-წლამდე და უვადო თავისუფლების აღკვეთა. აღარ მაქვს საუბარი დიდ ოდენობასა და განსაკუთრებით დიდ ოდენობაზე, სადაც 14 და 16 წლიდან დაიწყება სასჯელები. შეუვალი და მკაცრი იქნება სახელმწიფო, სასჯელი პრაქტიკულად გაუთანაბრდება მკვლელობას იმიტომ, რომ ადამიანი როდესაც ნარკოტიკულ საშუალებას ჰყიდის, დროთა განმავლობაში, განგრძობითად კლავს ბევრ ადამიანს. ამიტომ ეს ჩვენ მიერ განხილულია, როგორც მკვლელობა, ოღონდ მასობრივი და სახელმწიფო ამის მიმართ იქნება შეუწყნარებელი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები