შალვა პაპუაშვილი: ISFED არის ჩვეულებრივი საარჩევნო თაღლითი, რომელიც ფინანსდებოდა იმისთვის, რომ საქართველოში აეყირავებინა არჩევნები

“ჩვენ ვნახეთ, USAID-ის ხელმძღვანელობა მოუწოდებდა დაწვით და დაჭრით ყველა დოკუმენტებიო და მე მგონი მათ თავის თავზეც მიიღეს და ეს დღეები ამით იყვნენ შეიძლება დაკავებული, რომ დამატებითი მანიპულაცია მოეხდინათ ამ დოკუმენტებში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ISFED-თან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელმაც გამოძიების ფარგლებში პროკურატურას დაგვიანებით და არასრული დოკუმენტაცია მიაწოდა.

„ISFED არის ჩვეულებრივი საარჩევნო თაღლითი, რომელიც ფინანსდებოდა იმისთვის, რომ საქართველოში მოეხდინა არჩევნების აყირავება. მათი ხელით სცადეს 2020 წლის არჩევნების აყირავება და მათივე ხელით სცადეს 2024 წლის არჩევნების აყირავება. რეპუტაცია დაკარგული თაღლითი ორგანიზაცია, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი ფულის გამო, რომელსაც ისინი უცხოეთიდან იღებენ.
მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა ასეთი მავნე ქსელები და „ისფედს“ შეუწყდა ამერიკული დაფინანსება და მნიშვნელოვანია, რომ ამერიკა აღარ აფინანსებს მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თუმცა რამდენადაც ცნობილია ბრიუსელიდან ისინი კვლავ თავისი თაღლითური საქმიანობისთვის თანხას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები