კახა კალაძე ევროკავშირის ანგარიშზე: ამ ტიპის ანგარიშებს არანაირი აზრი არ აქვს

„მათ წარმოადგინეს ძველ მოვლენებზე დაყრდნობით ანგარიში, რომელსაც ასაღებენ, როგორც ახალს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი ტიპის ანგარიშების გამოქვეყნებას არანაირი აზრი არ აქვს.

„ამ ტიპის ანგარიშებს არანაირი აზრი არ აქვს. მათ წარმოადგინეს ძველ მოვლენებზე დაყრდნობით ანგარიში, რომელსაც ასაღებენ, როგორც ახალს. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ ვინ და რა დგას ამის უკან. ყველაფერი ცხადი და ნათელია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ ცოტა ადრე დავიწყეთ ამ ყველაფერზე საუბარი, ხალხს პირდაპირ ვეუბნებოდით, რა საფრთხების და პრობლემების წინაშე იდგა ჩვენი ქვეყანა და რა რთული პერიოდი გამოვიარეთ. დღეს, უკვე ამ ყველაფერზე საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტი. მხედველობაში მაქვს ის არაფორმალური მმართველობა, რასაც ჰქვია „დიფ სთეითი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები