გორში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა
გორის მუნიციპალიტეტში მოსული თოვლის გამო, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავტოტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით პირველ ეტაპზე ტექნიკური მარილი დაიყარა ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე. რის შემდეგაც სამუშაოები გაგრძელდა სხვა ლოკაციებზე.
ტექნიკური მარილი ასევე დაიყარა ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზები.