ცივი იარაღის ტარებაზე გამკაცრებული სანქცია ძალაში შევიდა

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შეტანილი ცვლილებები, რომლითაც ცივი იარაღის ტარებაზე სანქციები გამკაცრდა, ძალაში შევიდა.

მიღებული კანონის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება 200 ლარის ნაცვლად, 500-ლარიან ჯარიმას და ცივი იარაღის კონფისკაციას გამოიწვევს.

მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.


 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები