მარნეულში ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა დაჭრა

მარნეულში ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა დაჭრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები