ხობში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება ყოფით ნიადაგზე მოხდა.
50 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
ექიმების თქმით, მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ხობში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.