ნაძალადევის რაიონის გამგებელმა 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ მოსახლეობას გამგეობის საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ახვლედიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე ესწრებოდნენ.

ირაკლი ანდღულაძემ მიმდინარე წლის მნიშვნელოვან პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და ასევე, მომავალი წლის გეგმების შესახებ ისაუბრა.

2022 წლის განმავლობაში ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 23,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

საგზაო ინფრასტრუქტურა 62 ათას კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა; კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები 116 მისამართზე შესრულდა; სანიაღვრე და წყალარინების ქსელი 23 მისამართზე მოეწყო; გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა 16 მისამართზე განხორციელდა; საბავშვო გასართობი ატრაქციონები 8 მისამართზე დამონტაჟდა; სკვერებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეკეთება რეაბილიტაცია 47 მისამართზე განხორციელდა; 5 სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა, კიდევ 5 მისამართზე დაზიანებები შეკეთდა; ასევე, 6 მისამართზე სავარჯიშო ტრენაჟორები მოეწყო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 197 სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი შესრულდა. მათ შორის, 42 საცხოვრებელ კორპუსში სახურავი შეკეთდა; 38 ლიფტის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა და 33 კორპუსის მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა.

გამგეობის მიმდინარე წლის ბიუჯეტი, ისევე, როგორც მომავალი წლის ორიენტირებულია მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებაზე. ჯანდაცვისა და სოციალური დახმარებების პროგრამის ფარგლებში, 8 700 ბენეფიციარი დაფინანსდა.

2022 წელს გამგეობამ 13 კულტურულ სპორტული და შემეცნებითი ღონისძიება ჩაატარა, კიდევ 3 საახალწლო ღონისძიება წლის ბოლოს ჩატარდება.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გამგებელმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

ღონისძიებას პარლამენტისა და საკრებულოს დეპუტატები, ასევე, თბილისის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები