ლანჩხუთის მერმა ,,კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის” თანამშრომლებს უნიფორმები გადასცა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა, მოადგილე თორნიკე ტიკაძესა და ა(ა)იპ ,,კეთილმოწყობის და მომსახურების ცენტრის” ხელმძღვანელ გოჩა მოქიასთან ერთად, ამავე სამსახურის დასუფთავების, გარე განათებისა და გამწვანების განყოფილებების თანამშრომლებს საჭირო აღჭურვილობა გადასცა. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს. 

“დღეს ,,კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის” 150-მდე თანამშრომელს უნიფორმები გადავეცით. ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ და ზრუნავენ ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და წესრიგზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის”, – განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები