გორში წმინდაწყლის დასახლებას  ახალი სპორტული სივრცე შეემატა

გორში წმინდაწყლის დასახლებას კიდევ ერთი ახალი სპორტული სივრცე შეემატა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ახლად მოწყობილი სპორტული მოედანი მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.

“პროექტის მიხედვით, მოეწყო მწვანე საფარი, ლითონის ღობე და ჭიშკარი, ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარი.

სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022″ – ის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამით დაფინანსებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით შეირჩა. პროგრამა, რომლის მიზანიც მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობაა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

2022 წელს, გარდა მუსხელიშვილის ქუჩისა, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კიდევ 8 სპორტული მოედანი მოეწყო”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები