ყაზბეგის მერი – ახალ გრეიდერზე: წელს გაცილებით მარტივი იქნება ავტოსატრანსპორტო გამავლობის შენარჩუნება და უსაფრთხო გადაადგილება ჩვენი მოსახლეობისათვის
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი ზამთრის სეზონს ტექნიკურად მომზადებული ხვდება.
როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტმა მსოფლიოში ცნობილი სამშენებლო და ლოგისტიკური ტექნიკის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებლისგან Borusan cat-სგან ახალი, 2022 წელს გამოშვებული, მაღალი წარმადობის გრეიდერი (sem 919 motor grader) 348.940 ლარად შეიძინა.
„ჩვენ გვაქვს გასული წლების გამოცდილება, როდესაც არასაკმარისი რაოდენობის ან მოძველებული ტექნიკის გამო, ხშირად იქმნებოდა პრობლემები გზების წმენდასთან დაკავშირებით. ახალი მულტიფუნქციური გრეიდერის შეძენა მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია ჩვენთვის. ვფიქრობ, თანამედროვე ტექნიკის მეშვეობით, წელს გაცილებით მარტივი იქნება ავტოსატრანსპორტო გამავლობის შენარჩუნება და უსაფრთხო გადაადგილება ჩვენი მოსახლეობისათვის და არა მხოლოდ”, – განაცხადა ყაზბეგის
მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.