გოგი მეშველიანი, არაფორმალურ გარემოში, სკოლა “დავითიანის” მოსწავლეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი არაფორმალურ გარემოში ქალაქ ბოლნისის, კერძო სკოლა ,,დავითიანის,, მაღალი კლასების მოსწავლეებს შეხვდა და მცირე ხნით მათთან ერთად ბავშვობაში დაბრუნდა. ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს. 

„ახალგაზრდებს ჰქონდათ შეკითხვები და შევეცადე, მათთვის გულწრფელად მეპასუხა. ჩემი თავი წარმომედგინა, როგორც მათ თანატოლს და ამ საზომით მეჩვენებინა ჩემს მიერ განვლილი გზა. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან ყურადღებით ისმენდნენ ჩემს მიერ ნათქვამ ყველა სიტყვას. ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი, საინტერესო შეხვედრა მცირედით მაინც დაეხმარებათ მომავალ წარმატებაში..დიდი მადლობა ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით სკოლის დირექტორს ქალბატონ, მარინა გორშკოვას დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

შეხვედრის დასასრულ, სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტმა საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მაჟორიტარს, ხოლო გოგი მეშველიანმა სკოლას სამახსოვროდ რამდენიმე წიგნი გადასცა.
დღესცე, პარლამენტის წევრმა სკოლაში , მოსწავლეებთან ერთად საახალწლო ნაძვისხის გაწყობაშიც მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ კერძო სკოლა „დავითიანს“ აქვს შეხვედრების ციკლი ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან „ჩვენი იმპულსი ქალაქს სჭირდება“ და მაჟორიტართან შეხვედრაც სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შედგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები